უკრაინული ავიაკომპანია „YAN AIR“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, რეგულარული რეისების განხორციელებას ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით იწყებს – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე თქმით, ავიერეისები 8 ივნისიდან 28 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ პარასკევს, Boeing B737-ის, Airbus A321-ის და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 12 მარტს მიენიჭა.
ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია „YAN AIR“ რეგულარულ რეისებს კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს.
საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის ორ ქვეყანას შორის გადაადგილებას.
მსგავსი სიახლეები

გიორგი ქობულიამ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ვივუსთან” დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ამის მიზეზი შესაძლოა პორტფელის გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა.
