ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროს, 24 წლის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროს, 24 წლის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროს, 24 წლის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას რეანიმაციაში გადის.

ბუაძესთან ერთად დაჭრილ ქართველ სამხედროებს გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სერჟანტი გიორგი წიქარიშვილის და პირველი კლასის რიგითის ირაკლი კუჭუხიძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა გუშინ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები