ავაკოვი- გარღვევის მონაწილეები პოლიციაში, სააკაშვილი კი – შეგინის პუნქტზე უნდა გამოცხადდნენ

ავაკოვი- გარღვევის მონაწილეები პოლიციაში, სააკაშვილი კი – შეგინის პუნქტზე უნდა გამოცხადდნენ

“სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული” უწოდა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა შეგენის პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის გარღვევას მიხეილ სააკაშვილის, დეპუტატებისა და სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ.

 

ვრცელ სტატუსში, სადაც ავაკოვმა მომხდარი შეაფასა, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ზოგადად, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არავის ეპატიება. ავაკოვი წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში, სანამ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები გარღვევის სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებდნენ, ის იმაზე ფიქრობდა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

 

ავაკოვის თქმით, სწორედ მან გასცა ბრძანება, არ გამოეყენებინათ იარაღი და სწორედ მან არ გადაისროლა დამატებითი ძალები კრაკოვეციდან სეგინის მიმართულებით, ასევე, მისი ბრზანებით დააკავეს და კრაკოვეცის პუნქტს გაარიდეს ათეულობით “სპორტული აღნაგობის” ახალგაზრდა.

 

არსენ ავაკოვი წერს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საკმაოდ მძიმე მუხლით და გამოთქვამს იმედს, რომ პროკურორები და მოსამართლეები მხარს დაუჭერენ ბრალდებას.

 

“სააკაშვილმა და ყველამ, ვინც საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთი: მივიდნენ შეგენის პუნქტზე და გაიარონ საზღვრის კვეთის გაფორმების პროცედურა, და/ან გამოცხადდნენ საემიგრაციო სამსახურის უახლოეს განყოფილებაში.

 

“გარღვევის” ყველა მონაწილე, მათ შორის, სახალხო დეპუტატები, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ პოლიციაში, ჩვენების მისაცემად”, – წერს არსენ ავაკოვი.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები