აუცილებლად დავაბრუნებთ ძალიან მზარდ დინამიკას ტურისტულ სექტორში-მამუკა ბახტაძე

აუცილებლად დავაბრუნებთ ძალიან მზარდ დინამიკას ტურისტულ სექტორში-მამუკა ბახტაძე

ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დიდგორში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, თუმცა, მისივე თქმით, ძალიან კარგი ტრენდი დაფიქსირდა ივნისში აჭარაში, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმი 40%-ით გაიზარდა.

„დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ შევიმუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

5 აგვისტოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში, შარშანდელთან შედარებით  საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7,8%-ით გაიზარდა. კერძოდ, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით და უშუალოდ ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 8%-ით. რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ტურისტულ ვიზიტებს 14%-იანი კლება აქვს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები