„აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის“

„აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის“

უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ თბილისის მერის კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
კობახიძის შეფასებით, ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
„აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა“, -განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს.

წყარო:kvira.ge
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები