ატრიოტთა ალიანსმა 2017 წლის თვითმმართველობების არჩევნებისთვის მერობის კანდიდატებად ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ყოფილი წევრები წარადგინა.

პატრიოტთა ალიანსმა 2017 წლის თვითმმართველობების არჩევნებისთვის ახალქალაქსა და ბორჯომში მერობის კანდიდატებად ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ყოფილი წევრები წარადგინა.
ახალქალაქში მერობისთვის სამველ პეტროსიანი იბრძოლებს, რომელიც 2012-2016 წლებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
“გენოციდის აღიარების საკითხი ჩვენს მიერ პარლამენტში არაერთხელ დაისვა. გამარჯვების შემთხვევაში ვპირდები ამომრჩეველს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი აღიარებს სომხების გენოციდს. ძირითად ყურადღებას დავუთმობთ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხს, ჩვენ გავაგრძელებთ გზას სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით, ისევე როგორც დავიცავთ მშობლიურ ენას”.
რაც შეეხება ბორჯომს, აქ მერის პოზიციაზე, პატრიოტთა ალიანსის სახელით ზაზა ჩაჩანიძე იყრის კენჭს. ჩაჩანიძე 2014 წლიდან 2017 წლის 29 აგვისტომდე ბორჯომის საკრებულოს ხელმძღვანელობდა და ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. მან თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა.
“ჩემი მთავარი პრიორიტეტი ხალხის გვერდით დგომა და მათი პრობლემის გაზიარება იქნება.გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ვიმუშავებთ ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებაზე, რადგან ეს იყო ყოველთვის ბორჯომის პრობლემა. ამისთვის კი საჭიროა მოსახლეობის პრობლემების გათვალისწინება და მთავარი პრიორიტეტებს დასახვა.
მსგავსი სიახლეები
