ატია დეკანოიძის თქმით, დარღვევები ორგანიზაციული ხასიათის იყო და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს.
ნაციონალურ მოძრაობაში ადგილობრივი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. ხატია დეკანოიძის თქმით, დარღვევები ორგანიზაციული ხასიათის იყო და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს.
დეკანოიძის განმარტებით, ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ გლდანის მეცამეტე უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი ყუთში რამდენჯერმე კანონის დარღვევით ჩააგდო.
სხვადასხვა დარღვევები ავლაბრის, საბურთალოს მე-60 და ისნის მე-40 უბნებზეც დაფიქსირდა. პარტიის წევრები ცესკოს მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები
გიორგი ბაგრატიონი-“ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი დეველოპერი თუ კომპანია, ვალდებულები არიან, რომ გამოყონ პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მის ობიექტზე არსებულ მშენებლობის პროცესზე”
