აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის ლევან მაისურაძის თქმით, სასტუმრო “ლეო გრანდს” არ ჰქონდა საევაკუაციო გეგმა და ამავე დროს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ცეცხლმაქრები.

საატრულო პოლიციის უფროსის ამბობს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა პირი, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება, სათანადოდ დაისჯება.

“მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სასტუმროში გამოძახებიდან 4 წუთში სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. მეხანძრეები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ვინ მიიღო შუქის გამორთვის შესახებ გადაწყვეტილება ამას გამოძიება დაადგენს. დიდი დაკვამლიანება იყო ხანძრისას, სადაც მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ პროფესიონალურად. სასტუმროში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით შენიშვნები იყო. მათ არ ჰქონდათ, საევაკუაციო გეგმები, არ ჰქონდათ საკმარისი ოდენობით ცეცხლმაქრები. ისინი რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებულები” ,- აცხადებს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე.

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, მათგან 10 ქართველი, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მკვიდრია.

წყარო:pia.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები