აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „კვირას” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სარფის სასაზღვრო პუნქტზე მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებებით მიმდინარეობდა. მათვე ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციის დროულად დარეგულირების საქმეში შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართული არიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებთან, მეორე მხრივ, თურქეთის საკონსულოსა და საბაჟოს ხელმძღვანელობასთან.

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით. შექმნილი სიტუაცია გამოიწვია თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე – „სარფი“ საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვამ. ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები