აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება.

აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება.

აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა, – ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბათუმში, სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე გააკეთა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„სტადიონის პარალელურად, აჭარაში გვაქვს სხვა უმსხვილესი პროექტები, გვყავს კონტრაქტორი ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთ თვეში უკვე კონკრეტული საქმიანობა დაიწყება ამ მიმართულებით. აპრილიდან ხულო-ზარზმის მიმართულებით დაიწყება მუშაობა, ასევე გზა გაკეთდება გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით” -განაცხადა ზურაბ ალავიძემ

ბათუმის შემოვლითი გზა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები