აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, მდინარის სანაპიროზე მოსეირნე მამა-შვილმა 44 წლის წინ დაწერილი და ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა.

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, მდინარის სანაპიროზე მოსეირნე მამა-შვილმა 44 წლის წინ დაწერილი და ბოთლში ჩადებული წერილი იპოვა.
„თუ ამ ბოთლს იპოვი, დარეკეთ ამ ნომერზე“, – ვკითხულობთ ფურცელზე, რომელზეც ტელეფონის ნომერი და წერილის ავტორის სახელი და გვარიც – დონ კენდრიკი წერია.
ბოთლის ერთ-ერთმა მპოვნელმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: „დავრეკეთ ამ ნომერზე, მაგრამ ის გამორთული იყო…“.
მის პოსტს არაერთი კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი ადამიანი წერდა: „ჩემი მეუღლე დონ კენდრიკია. მან მიამბო, რომ ბავშვობაში წერილი ბოთლში ჩადო და წყალში გადააგდო. დილით ვკითხავ, თუ ეს ისაა. მის ხელწერას ჰგავს“.
რამდენიმე საათის შემდეგ, ამავე კომენტარის ავტორმა დაწერა: „დიახ, ეს დონის ბოთლია. ის 11 წლის იყო, როცა მდინარეში 4 ბოთლი ჩააგდო. ვინ იფიქრებდა, რომ 44 წლის შემდეგ ის მას დაუბრუნდებოდა“.
მსგავსი სიახლეები

პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს და როგორც თანამდებობის პირი რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა.
