აშშ-ში, ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოკლული 31 წლის მამაკაცი დავით კანდელაკია.

აშშ-ში, ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოკლული 31 წლის მამაკაცი დავით კანდელაკია.

აშშ-ში, ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოკლული 31 წლის მამაკაცი დავით კანდელაკია.
„კვირას“ ინფორმაციით, ის ქუთაისელი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში  კი ათ წელზე მეტია, რაც ცხოვრობდა. დავით კანდელაკი პროფესიით ექიმი იყო.მას მეუღლე და ორი ტყუპი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ კანდელაკი აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოკლული იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მასთან ერთად აღმოჩენილია ასევე 30 წლის მამაკაცის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გაუჩინარების შესახებ  კანდელაკის მეუღლემ განაცხადა.
პოლიციის ცნობითვე, კანდელაკი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა.
ამჟამად, პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები