აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 66 132-ს მიაღწია.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 66 132-ს მიაღწია.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 66 132-ს მიაღწია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ით 10 ათასი ადამიანი დაავადდა. ვირუსს 947 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები