აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. „ტერორისტების მიერ განხორციელებულია მორიგი თავდასხმა. ეს ავადმყოფი და შეშლილი ხალხია. მათთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

Sky News-ის კორესპონდენტის, მარკ უაიტის ინფორმაციით, ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები