“აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა მიიღო აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ”

“აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა მიიღო აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ”

„აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში და გამოხატავს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს გააჩნია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გახდა პირველი პრეცედენტი, როდესაც კონგრესმა უშუალოდ საქართველოს შესახებ აქტი მიიღო.
„ამ აქტს გააჩნია უდიდესი სამართლებრივი დატვირთვა, რადგან ის აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერით იქნება კანონის დონეზე წარმოდგენილი. აქტში გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიც არის უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკა, სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება და მისი ახალ საფეხურზე გადაყვანა.
დოკუმენტში ასევე დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ასახულია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვვების მიმართ სანქციების დაწესება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
მისი განცხადებით, აღნიშნული აქტის დამტკიცების შემდეგ, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები უპრეცედენტოდ ახალ საფეხურზე გადავა, რაც, ქაცარავას თქმით, ნიშნავს მხარდაჭერის მნიშვნელოვან გაზრდას.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები