აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ მიიღო – ქაცარავა

აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ მიიღო – ქაცარავა

„აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ მიიღო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა. მისი თქმით, აშშ კონგრესის მიერ მიღებული ორპარტიული აქტი არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი აშშ-საქართველოს ურთიერთობებში და გამოხატავს იმ უდიდეს მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

„ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც კონგრესმა მიიღო აქტი უშუალოდ საქართველოს შესახებ. ამ აქტს გააჩნია უდიდესი სამართლებრივი დატვირთვა, რადგან ის აშშ-ს პრეზიდენტის ხელმოწერით იქნება კანონის დონეზე წარმოდგენილი. აქტში გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიც არის უსაფრთხოება, ვაჭღობა, ეკონომიკა, სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება და მისი ახალ საფეხურზე გადაყვანა. დოკუმენტში ასევე დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპოაცია და ასახულია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვვების მიმართ სანქციების დაწესება და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. აღნიშნული აქტის დამტკიცების შემდეგ, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები უპრეცედენტოდ ახალ საფეხურზე გადავა, რაც ნიშნავს მხარდაჭერის მნიშვნელოვან გაზრდას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები