აშშ–ის შტატ ვაშინგტონში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან საავტომობილო გზაზე გადავარდა

აშშ–ის შტატ ვაშინგტონში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან საავტომობილო გზაზე გადავარდა

აშშ–ის შტატ ვაშინგტონში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან საავტომობილო გზაზე გადავარდა. მატარებლის ბოლო ვაგონის ავტომანქანებთან შეჯახების შედეგად, მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100–მდე დაშავდა.
ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინციდენტი ორშაბათს დილით, ქალაქ ოლიმპიასა და ლეკვუდს შორის მოხდა.
მატარებლის ბოლო ვაგონი, რელსებიდან გადავარდნის შედეგად, რამდენიმე ავტომანქანას დაეჯახა, თუმცა არც ერთი ავტომობილის მგზავრი არ დაღუპულა.
მომხდარის დროს ჩქაროსნული მატარებელი 130 კმ/ სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარის მიზეზების დასადგენად სამართალდამცველები უკვე მუშაობენ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები