აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია. როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და იმედგაცრუებულია, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
”საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას“-გიორგი კვირიკაშვილი

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროცესი. დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით”-ბესელია
