აშშ-ის საელჩო – ახლად აღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა

აშშ-ის საელჩო – ახლად აღმოჩენილი მონეტის წყალობით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები