აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 340 დღიდან 100 ქალაქგარეთა რეზიდენციებში გაატარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის 340 დღიდან 100 ქალაქგარეთა რეზიდენციებში გაატარა. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal და New York Post-იწერენ. ყველაზე ხშირად ტრამპი ბედმინსტერის გოლფ-კლუბში და პალმ-ბიჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა. 2017 წელს პრეზიდენტმა ორივე ადგილას 40-40 დღე გაატარა.
ამჟამადაც, აშშ-ის პრეზიდენტი ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში იმყოფება, სადაც საშობაო არდადეგებს ატარებს.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, ტრამპის ფრენები 6 მილიონი დოლარი დაჯდა.
შედარებისთვის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში მისი გადაადგილებების ღირებულება ჯამში 97 მილიონი დოლარი იყო.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები
ტაილანდმა აშშ-ს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებისთვის შუამავლობა შესთავაზა. ამის შესახებ გაზეთი Nation იუწყება.

მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა
