აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მაგნიტსკის შავ სიაში შეიყვანა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მაგნიტსკის შავ სიაში შეიყვანა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მაგნიტსკის შავ სიაში შეიყვანა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ისინი კადიროვს “სასამართლოს გარეშე დასჯაში, წამებაში და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ ფაქტებზე პასუხისმგებლად” მიიჩნევენ.

სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეიყვანეს.

2012 წელს მიღებული “მაგნიტსკის აქტი” მოიცავს პერსონალურ სანქციებს რუსეთის რამდენიმე ათეული მოქალაქის მიმართ და ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის სახელი ჰქვია, რომელიც რუსეთის ციხეში დაიღუპა. დოკუმენტი მაგნიტსკის მკვლელობაში ეჭვმიტანული პირების წინააღმდეგაა მიმართული.

ფონდი Hermitage Capital რუსეთში 1996-2006 წლებში მოქმედებდა და რუსეთის საფონდო ბირჟაზე ოპერირებდა. მას ბრიტანელი ბიზნესმენი უილიამ ბრაუდერი ხელმძღვანელობდა. ფონდი ინვესტიციებს დიდწილად ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებში ახორციელებდა. ინვეტიციების მოცულობა 2,5 მილიარდ დოლარს აღწევდა. 2005 წელს ბრაუდერს რუსეთში შესვლა აუკრძალეს. 2013 წელს ის დაუსწრებლად გაასამართლეს და გადასახადებისგან თავის არიდებისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები