აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, აშშ-ის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი გადასცა.

„აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები