აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ძალები სირიაში ექსტრემისტების ბოლო ციტადელს უტევენ

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ძალები სირიაში ექსტრემისტების ბოლო ციტადელს უტევენ

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ძალები აღმოსავლეთ სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ბოლო ფორპოსტს უტევენ.

სირიელი ქურთების დემოკრატიული ძალების (SDF ) შეიარაღებული რაზმები 2 მარტს ბრძოლებით მიუახლოვდნენ ქალაქ ბაგოუზს, პროვინცია დეირ ელ-ზოურში.

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა ზანა აჰმედიმ, სააგენტო „ასოშიეტიდ პრესს“ უთხრა, რომ ექსტრემისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, მათი სახმელეთო ძალების ავანგარდი წინ მიიწევს, მაგრამ აწყდება სნაიპერების ინტენსიურ წინააღმდეგობას. ექსტრემისტებს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დანაღმული აქვთ. ისმის აფეთქებების ხმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიაში ტერიტორიების 100 პროცენტზე დაკარგა კონტროლი. მაგრამ ოფიციალური ცნობებით, ასობით ექსტრემისტი კვლავ არის გამაგრებული ქალაქ ბაგოუზში.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები