ასეთი განცხადებები არასამართლიანია – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადმინისტრაციული რესურსების სისტემური გამოყენების პრაქტიკა, 2012 წელს წარსულს ჩაბარდა.
„მე მარტივი რამ შემიძლია შეგახსენოთ. ქვეყნდებოდა სოციოლოგიური კვლევები, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ტელევიზიებიც აქვეყნებენ სოციოლოგიურ კვლევებს და ამ კვლევების შედეგები დაემთხვა არჩევნების შედეგებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თუ იყო ერთეული შემთხვევები, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ გვქონდეს რეაგირება, მაგრამ რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების სისტემურ გამოყენებას, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ამით ვამაყობთ. შესაბამისად, ასეთი განცხადებები არასამართლიანია. სამართლიანი იყო არჩევნები. ყველას ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობები ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის და სწორედ ასეთ არჩევნებში მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები შევარდნაძისა და სააკაშვილის განცხადებებს აგონებს, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ეს არის ჩიხიდან გაკეთებული განცხადება.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა თვითონ შეიყვანა საკუთარი თავი ჩიხში და ბუნებრივია, როცა ჩიხში ხარ, ასეთ დროს აკეთებ არაადეკვატურ განცხადებებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები