ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობას ნიშნავს-ირაკლი სესიაშვილი

ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობას ნიშნავს-ირაკლი სესიაშვილი

მივესალმები პრეზიდენტ ალიევის გადაწყვეტილებას, რომ ასეთ ვითარებაში საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის არის გამორჩეული ურთიერთობა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„25 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ პროცესში იყო გარკვეული ხარვეზები. როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული მხარის ინტერესია, რომ საერთაშორისო შეთანხმების და სამართლის ფარგლებში გადაწყდეს საკითხი და ჩვენ კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოიძიეს, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები