ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით, შენიშვნები უნდა არსებობდეს-მამუკა სალუქვაძე

ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით, შენიშვნები უნდა არსებობდეს-მამუკა სალუქვაძე

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში მერიის შენიშვნები გაუგებარია, რადგან უწყება კონკრეტიკას ითხოვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გენგეგმა კი ზოგადი დოკუმენტია.

„არავინ ამბობს, რომ შენიშვნები არ უნდა ყოფილიყო. ამხელა დოკუმენტი კი არა, ერთი სახის პროექტი როცა კეთდება, შენიშვნები მაშინაც არსებობს. ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა არსებობდეს. ჩვენ ვმუშაობდით ყველაფრის გათვალისწინებაზე, რისი გათვალისწინებაც შეიძლებოდა, რისიც არ შეიძლებოდა, ამასაც ვიტყვით დღეს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ზოგადი დოკუმენტი და არსებობს კიდევ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, რომელიც უნდა პასუხობდეს კონკრეტიკას. გენგეგმა სათავეს უდებს სხვა უფრო კონკრეტული პროექტების შემუშავებას. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არ უნდა იყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი, რომელზეც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მუშაობდნენ გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ავსტრიელი სპეციალისტები. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ მასშტაბის და სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც უნდა არსებობდეს”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები