არტილერიის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2008 წლის ომის აქტიური მონაწილე გივი ჯმუხაძე გარდაიცვალა.

არტილერიის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2008 წლის ომის აქტიური მონაწილე გივი ჯმუხაძე გარდაიცვალა.

როგორც „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კომუნიკაციების ოფიცერი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გივი ჯმუხაძემ აფხაზეთის ომის დროს შექმნა ორლულიანი “ურაგანი”, გაარემონტა ქართული ქვემეხები, ნაღმმტყორცნები და რეაქტიული სისტემები 15-16 მარტის ბრძოლების წინ, რის შემდეგაც ქართულმა არტილერიამ ათასამდე აფხაზი სეპარატისტი და რუსი ოკუპანტი გაანადგურა.

“დღეს გარდაიცვალა არტილერიის პოლკოვნიკი გივი ჯმუხაძე. ძალიან კარგი და დიდი ადამიანი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 2008 წლის ომის აქტიური მონაწილე. საარტილერიო ტექნიკის მართლაც რომ, საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში. ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქართული არტილერიის გაძლიერებას და განვითარებას მოახმარა. მისი შექმნილია აფხაზეთის ომის დროს ორლულიანი “ურაგანი”, მან გაარემონტა ქართული ქვემეხები, ნაღმმტყორცნები და რეაქტიული სისტემები 15-16 მარტის ბრძოლების წინ, რის შემდეგაც ქართულმა არტილერიამ ათასამდე აფხაზი სეპარატისტი და რუსი ოკუპანტი გაანადგურა. ბოლო წლებში, რს-122 ის, ქართული წარმოების ნაღმმტყორცნების და სხვა საარტილერიო ტექნიკის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა. მიხარია, რომ “დელტაში” ჩემი მოსვლის შემდეგ, ჩვენ სახელოვან არტილერისტებს მართალია, სიმბოლური, მაგრამ ათასჯერ დამსახურებული ჯილდო გადასცა ორგანიზაციამ. ასეთი ადამიანები ქმნიან საქართველოს ისტორიას! გივი ჯმუხაძის ხსოვნა იყოს!”,- წერს გიორგი კალატოზიშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები