ართანას მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ვითარება სტაბილურია

ართანას მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ვითარება სტაბილურია

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. ართანას მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ვითარება სტაბილურია:

“ამ დროისთვის, არ ფიქსირდება ღია ცეცხლი. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავების პროცესი. ადგილზე რჩება და მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს შსს-ს 500-ზე მეტი თანამშრომელი.”

უწყების ცნობით, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე ხანძრის ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები და ტერიტორიის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები