არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის მოზარდს დაეჯახა, სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს ემსახურება.

შემთხვევის დროს, საჭეს მინისტრის მძღოლი მართავდა, ხოლო თავად ციხელაშვილიც ავტომობილში იმყოფებოდა.
არასრულწლოვანი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები