“არსებობს “წითელი ხაზები“ და ამაზე მგონი, საჯაროდაც გვისაუბრია”

“არსებობს “წითელი ხაზები“ და ამაზე მგონი, საჯაროდაც გვისაუბრია”

მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს. ეს მისასალმებელია და მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის. არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე მგონი, საჯაროდაც გვისაუბრია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შეთანხმების მისაღწევად მზადყოფნას გამოთქვამს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, დიალოგი, ნორმალურად საუბარი, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მმართველი პარტია და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხდებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ გამოთქვა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები შედგეს. ეს მისასალმებელია და მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის. არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე მგონი, საჯაროდაც გვისაუბრია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები