არსებობს მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში-წულუკიანი

არსებობს მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში-წულუკიანი

არსებობს მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი სხვადასხვა პარტიის სახით შეიტანოს დესტაბილიზაცია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არავითარი დაძაბულობა არ იქნება და ხელისუფლება არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
„პოლიტიკურად სავსებით გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამომრჩეველს ხელისუფლებაში დაბრუნებას ჰპირდებოდა. ეს გეგმა ვერ შესრულდა და ის კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. არსებობს პოლიტიკური ბრძოლის კანონიერი მეთოდები. არსებობს მცდელობა, რომ ახლა უკვე ორად გაყოფილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი სხვადასხვა პარტიის სახით, შეიტანოს დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე, ვერაფერი მოახერხეს, გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ემოციურად გააღიზიანეს. არავითარი დაძაბულობა არ იქნება, ჩვენ მშვიდ გარემოში ჩავატარებთ არჩევნებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები