არსებობს გარემოებები, რომელიც უფლებას არ აძლევს უკრაინას, გადასცეს საქართველოს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინის გენპროკურატურა შეამოწმებს, არსებობს თუ არა საფუძველი ბრალდებულ იქნას საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, განაცხადა უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ, – ამის შესახებ УНИАН იტყობინება.
მისივე განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია, მანამ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საემიგრაციო სამსახური და გენპროკურატურა საქართველოს ექს-პრეზიდენტის ბრალდებებთან დაკავშირებულ ყველა გარემოებას არ შეისწავლის. ლუცენკოს განმარტებით, შესწავლა რამდენიმე კვირას გასტანს.
გენპროკურორმა, ასევე, აღნიშნა, რომ შემოწმება დაადგენს რამდენად სამართლიანია სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები. ამას გარდა, „არსებობს გარემოებები“, რომელიც უფლებას არ აძლევს უკრაინას, გადასცეს საქართველოს მიხეილ სააკაშვილი.
„არსებობს გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას. კიდევ ერთხელ – მიმაჩნია, რომ ასეთი გარემოებები არსებობს“, – განაცხადა ლუცენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა უკრინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში ჩავიდა.
მსგავსი სიახლეები
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საშემოდგომო სესია დატვირთული იყო და უმრავლესობამ მიიღო ისეთი მნიშვნელოვანი კანონები და გადაწყვეტილებები, მაგალითად, როგორიცაა კონსტიტუცია.

“გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს”
