არის გზამკვლევი, რომელიც შემოთავაზებულია და ამ გზამკვლევის მიხედვით ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

არის გზამკვლევი, რომელიც შემოთავაზებულია და ამ გზამკვლევის მიხედვით ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

არის გზამკვლევი, რომელიც შემოთავაზებულია და ამ გზამკვლევის მიხედვით ნაბიჯები უნდა გადაიდგას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯების გადადგმისას კონსულტაციებიც იქნება საჭირო და ბუნებრივია, მაღალი დონის ვიზიტებიც იქნება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან საქართველოს სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ყველა შტო მუშაობას ამ კუთხით კიდევ უფრო გაააქტიურებს.

„ეს ყველაფერი დაიგეგმება, მთავრობის ნაწილში – პრემიერის ვიზიტებია და მისი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, საპარლამენტო მიმართულებითაც, საპარლამენტო დიპლომატიის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული. ამ კუთხით მუშაობა არ შეწყდება. პირიქით, კიდევ უფრო გააქტიურდება და ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად ხელისუფლება ყველა შტოთი და ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები