არის ძალიან მძიმე და სენსიტიური თემა, განსაკუთრებით როდესაც საკითხი არასრულწლოვანს ეხება-ქეთევან კოვზიაშვილი.

არის ძალიან მძიმე და სენსიტიური თემა, განსაკუთრებით როდესაც საკითხი არასრულწლოვანს ეხება-ქეთევან კოვზიაშვილი.

“არის ძალიან მძიმე და სენსიტიური თემა, განსაკუთრებით როდესაც საკითხი არასრულწლოვანს ეხება .
რას ვგულისხმობ- ისედაც უმძიმესი თემაა, როდესაც არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა, სავარაუდოდ ახალშობილი მოიშორა, შემდეგ ამ ახალშობილს პოულობს დასუფთავების სამსახური, რომელიც თავის მხრივ იძახებს პოლიციას – პოლიცია ექსპერტიზას და ცხედარი გადააქვთ ექსპერტიზაზე. ურთულესი თემაა ხო?”, – წერს სოციალურ ქსელში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან კოვზიაშვილი.

მისივე თქმით ტვ პირველმა აღნიშნული ფაქტი დაამახინჯა.

“და ამ დროს რას აკეთებს ტვ პირველი?! არც რეკავს ფაქტების გადასამოწმებლად და ამ მძიმე ამბავს ხელოვნურად კიდევ უფრო ამძიმებს, რომ თითქოსდა ახალშობილი პოლიციამ იპოვა, პოლიეთილენის პარკში გაახვია და ნაგავში გადააგდო !!! შემდეგ ეს ცხედარი დასუფთავების სამსახურმა იპოვა და წაიღო..!
ეს არის ტყუილის შეგნებული ტირაჟირება! მავნებლობა და ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა!”- წერს ქეთევან კოვზიაშვილი.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები