არეშიძე: უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე აღშფოთება სავსებით სამართლიანია

არეშიძე: უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე აღშფოთება სავსებით სამართლიანია

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სპეციალურად გააკეთეს ეს იმისთვის, რომ ექსცესი და საზოგადოებრივი აღშფოთება გამოეწვიათ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ ადამიანების აღშფოთება, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას აპორტესტებენ, სავსებით სამართლიანია .
„ძალიან საეჭვოდ მოხდა ეს ყველაფერი. 16 დეკემბერს ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია , ხომ შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს ცოტა გაეჭიმა ეს პროცესი და 1 კვირის შემდეგ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მაგალითად პარასკევს. გაეჭიმათ დრო, რომ ზუსტად 16 დეკემბრისთვის მომხდარიყო ეს ყველაფერი . ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სპეციალურად გააკეთეს ეს იმისთვის, რო მ ექსცესი და საზოგადოებრივი აღშფოთება გამოეწვიათ. სხვა ლოგიკას აქ ვერ ვხედავ. ვიღაცას სჭირდებოდა , რომ ეს აღშფოთება გამოწვეულიყო. აღშფოთება სავსებით სამართლიანია . ამ ადამიანების მოქმედება არის ლოგიკური და სწორი , ფორმებზე არ მაქვს ლაპარაკი , ფორმები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს . ეჭვი შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობაში , შესაძლებელი იყო ,სხვანაირად მომხდარიყო ეს ყველაფერი“- განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. „ქართული მარშის”, „პატრიოტთა ალიანსის“ , „ქართული დასის“ წევრები იუსტიციის სახლთან მეორე დღეს აქციას მართავენ.
ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 7დეკემბერს გამოცხადდა. მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას, მორატორიუმის გამო, ვერ ახერხებდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები