„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთში ახალი სასწავლო წლისათვის რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა.

„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთში ახალი სასწავლო წლისათვის რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა.

არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთში ახალი სასწავლო წლისათვის რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა.

კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის სასწავლო დაწესებულებებში მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს, ჯამში 70 000 ლარი დაიხარჯა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, კაზრეთის #1 საჯარო სკოლას მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა მრავალი წელია აწუხებს. მოხარული ვარ, რომ ჰიგიენის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდა და მშობლები მშვიდად გამოუშვებენ თავიანთ შვილებს სკოლაში. შენობის სამივე სართულზე სველი წერტილების სრულად გარემონტდა და მოპირკეთდა. ასევე ძალიან მიხარია, რომ #2 სკოლას ექნება ახალი გარემონტებული სააქტო დარბაზი, სადაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი, საინტერესო, ბავშვებისათვის სასარგებლო და შემეცნებითი ღონისძიება თუ შეხვედრა გაიმართება. მინდა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო“, – განაცხადა „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის დირექციის თხოვნის საფუძველზე, სკოლის სამივე სართულზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სველ წერტილებს და მთლიანად გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა. №2 საჯარო სკოლაში სრულად გარემონტდა 152 მ2 ფართის სააქტო დარბაზი. დაიგო ახალი იატაკი, დამონტაჟდა სპეციალური განათება და ფარდა-ჟალუზები.

„სამუშაოები შესრულებულია ხარისხიანად, ამისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომპანია „არემჯის“ და მის თანამშრომლებს ასეთი დიდი პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კარგად წაადგება სკოლას და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია მოსეშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები