არჩილ თალაკვაძის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პროგრამაში უკვე ჩაერთო 45 000 მოქალაქე.

“C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 98%-ია, ხოლო სკრინინგული კვლევა 900 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა. ეს არის შესანიშნავი შედეგი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ექიმებსა და ექთნებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს – თქვენ ურთულეს მისიას წარმატებით ასრულებთ! ასევე, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში ფასდაუდებელია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები