არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება.
არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამავდროულად ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორია, აცხადებს, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები იგივე უფლებით აღიჭურვონ, რომელიც შენგენის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ.
„ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები იგივე უფლებით აღიჭურვონ, რომელიც შენგენის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ.
თუ მოქალაქეს ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, რომელიც გამგზავრების მომენტიდან მინიმუმ სამი თვე ქმედითი არ არის, ასევე წამსვლელი მოქალაქე ვერ ასაბუთებს, სად მიდის და უკან როდის ბრუნდება, ამ შემთხვევაში, პოლიციელი აღიჭურვება შეჩერების უფლებით, რაც ევროკავშირში მესაზღვრე-პოლიციელსაც აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან უკანონო გადაყვანა დასჯადი ხდება, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხებათ.
„რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებულ ვერსიას წარვადგენთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გრძელდება მსჯელობა საკითხზე, რა დოკუმენტებით და როგორ უნდა დაადასტუროს საზღვარზე საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება.
„ჯერ კიდევ ვმსჯელობთ კრიტერიუმებზე, როგორ უნდა დაასაბუთოს საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში დაბრუნდება. კომიტეტზე შემოთავაზება იყო სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაბრუნების დასადასტურებლად ბილეთი, შესაძლოა, ერთადერთი აუცილებელი დოკუმენტი არ იყოს. რა დოკუმენტები შეიძლება დაემატოს აუცილებლად წარსადგენი საბუთების ჩამონათვალს, ამაზე მსჯელობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, დღეს ,პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები