“ამ კითხვებს პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გამოძიებამ უნდა გასცეს. მე დეტალებზე ვერ გესაუბრებით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საზოგადოება გამოძიების პასუხებს უნდა დაელოდოს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი.
25 ოქტომბერს 112-ში შესული ზარის საფუძველზე არეულობის მოწყობის ბრალდებით პატრულმა ნუცუბიძის ფერდობზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი დააკავა. დაკავების პროცესში ის შეუძლოდ გახდა და დაიღუპა. კაცის დაღუპვის გარემოებებსა და მიზეზებზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.