არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მიერ შემუშავებული საგადახადო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მიერ შემუშავებული საგადახადო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, მთავრობის მიერ შემუშავებული საგადახადო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ ეკონომიკაში მოქალაქეების ჩართულობა გაიზრდება.
,,5%-იანი გადასახადის შემცირება 1%-მდე; ბრუნვის ლიმიტის გაზრდა ნახევარ მილიონამდე; დღეს კი, უკვე პროცედურების გამარტივება და მცირე ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაყვანა მხოლოდ ერთ დოკუმენტზე – ამ ცვლილებებით ეკონომიკაში ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობა გაიზრდება, მცირე ბიზნესი იქნება უფრო მეტი და უფრო ძლიერი. ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში. ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით მაჟორიტარებს ვთხოვ მაქსიმალურ ჩართულობას, რომ ქალაქებსა და სოფლებში, დასაქმებით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა მიიღოს სრული ინფორმაცია ამ სიახლეებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები