არჩილ თალაკვაძე – ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო

არჩილ თალაკვაძე – ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო

არჩილ თალაკვაძე – ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც კომენტარი იმ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძემ მას თბილისის ვიცე-მერობა შესთავაზა.

„ჩვენ ვართ ახლო მეგობრები და მოკავშირეები. გარწმუნებთ, ვიცე-მერობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მომავალშიც კახის გვერდით ვიყო და ვითანამშრომლოთ ახალი წარმატებების მისაღწევად. კახის აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს სიცოცხლით სავსე ქალაქის იდეა და შთამბეჭდავი პროექტები განახორციელოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლა შესთავაზა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზება იყო, თალაკვაძეს ვიცე-მერის პოსტი დაეკავებინა, თუმცა უმრავლესობის ლიდერი თანამდებობრივ ცვლილებას არ დათანხმდება.

არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები