არჩილ თალაკვაძე: სპეკულაციები, რომ მთავრობას ეზრდება ხელფასები, არის ტყუილი და ნურავინ შეიყვანს მოქალაქეებს შეცდომაში

არჩილ თალაკვაძე: სპეკულაციები, რომ მთავრობას ეზრდება ხელფასები, არის ტყუილი და ნურავინ შეიყვანს მოქალაქეებს შეცდომაში

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტი ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთავრობას ხელფასები ეზრდება, სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

მისი  თქმით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ ეკონომიკის აღდგენა უკვე 2021 წლიდან მოხდება.

“ბიუჯეტზე ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. პირველი პროექტი მთავრობამ უკვე წარმოადგინა პარლამენტში. მოგეხსენებათ, რამდენიმეთვიანი პროცესია ბიუჯეტის დამუშავება. რაც მთავარია, ამ მომენტისთვის გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. პირველი – პოზიტიურია ის, რომ ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის მოლოდინი და ჩვენი ხელისუფლების მოლოდინი არის, რომ ეკონომიკის აღდგენას შევძლებთ უკვე 2021 წლიდან.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობა და პირობები, რაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას, პანდემიამ ეკონომიკა დააზარალა, ეს უკვე არის ასახული პროექტში. გუშინ იყო ასევე უსაფუძვლო სპეკულაციები, ეს არის სიცრუე, რომ მთავრობას ეზრდება ხელფასები, ეს არის ტყუილი და ნურავინ ნუ შეიყვანს ჩვენს მოქალაქეებს შეცდომაში. უნდა ვთქვა, რომ როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის და სოციალური მიმართულებით ჯერ კიდევ მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროგრამები ამ პირველ პროექტში არ არის მოცემული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამაზე და დეკემბრისთვის ეს უკვე ასახული იქნება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები