არჩილ თალაკვაძე: შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლქეტება

არჩილ თალაკვაძე: შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლქეტება

„შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლქეტება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მუშაობს პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც იქნება ინოვაციური, ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული.

„შემოდგომაზე შედგება კონსულტაციები, როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლქეტება. ვმუშაობთ პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც იქნება ინოვაციური, ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული. მისი რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება უკვე ცნობილია, ეს იქნება განათლების სისტემაში უპრეცედენტო ინვესტიცია, ინფრასტრუქტურული განახლება რეგიონებში, კიდევ არის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენ საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში. ყველა ჩვენი თანაგუნდელი, რომელსაც აქვს მოტივაცია, გამოცდილება და ხედვა მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ გუნდში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას თავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, მომავალი პოლიტიკური სისტემა იქნება დაბალანსებული, უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებული.

„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო კონფიგურაციას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბუნებრივია, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება კოალიციებს, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. რომელი პარტიები დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ჩვენი მიზანი ამ არჩევნებში იქნება, რომ მივიღოთ საკმარისი წარმომადგენლობა, რათა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პროგრამები, დაპირებები, რომელიც საზოგადოებისთვის გვაქვს მიცემული, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება უზრუნველვყოთ და ეს რა თქმა უნდა, მოხდება მშვიდი, საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ვინც პატივს სცემს კანონს, პატივს სცემს კონსტიტუციას, პატივს სცემს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და ადამიანის უფლებებს, ჩვენ გავხსნით პოლიტიკურ სისტემას ისე, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები