არჩილ თალაკვაძე: სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის მიერაა მიღებული

არჩილ თალაკვაძე: სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის მიერაა მიღებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებასა და კრიტერიუმების შემუშავების საკითხზე მონოპოლია უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება.
შესაბამისი კომენტარი თალაკვაძემ ჟურნალისტებთან დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პოლიტიკური გუნდის მიერაა მიღებული.
“სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პირველი – საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და მეორე – პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის დისკუსია, რომელიც გუნდსა და საზოგადოებაში იყო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იყო,”- განაცხდა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები