არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზოგადოებას რევოლუციას სთავაზობს

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზოგადოებას რევოლუციას სთავაზობს

რასაც ჩვენ ვხედვათ, ეს არის ის, რომ ბატონი სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კიევში განვითარებულ მოვლენებს.
თალაკვაძის თქმით, თუ რამდენად მისაღებია ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის, მათი გადასაწყვეტია.

„უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირველ რიგში, არის უკრაინის სახელმწიფოს შიდა საქმეები. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ის, რომ ბატონი სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას. თუ რამდენად მისაღებია ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის, მათი გადასაწყვეტია. ჩვენი გუნდისთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამართლებრივი საკითხი – როგორც იცით, სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურას მოთხოვნა გაგზავნილი აქვს. გუშინ ჩვენ მოვსმინეთ უკრაინის მხარის ოფიციალური განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ ექსტრადაცია ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან თავად უკრაინის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ უკრაინას, როგორც პარტნიორს, ვუსურვებთ მოვლენების მშვიდობიან განვითარებას,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები