არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პატიმარი, ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პატიმარი, ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს

დღეს კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის, –ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის თაობაზე პოლიტიკური პარტიების შეთანხმებაში ჩანაწერი – პოლიტიკური პატიმარი არ არსებობს.

„დღეს ამ მოლაპარაკებებით კიდევ ერთხელ შევთანხმდით მთავარ პრინციპზე, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს და ვერ იქნება პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ვერ დაელოდება პოლიტიკურ კალენდარს, ვერ მოხდება მისი გამოყენება რომელიმე მხარის მიერ პოლიტიკური მოტივებისთვის. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ შესაბამის განცხადებაში. პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება რომელიმე მხარის მიერ არ უნდა გახდეს პოლიტიკური, რაღაც მოტივებისთვის გამოყენებული. პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით შევასრულებთ. კონკრეტულ სახელ და გვარებს რაც შეეხება, ამ სახის ჩანაწერი არ არსებობს ჩვენს შეთანხმებაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთ პროცენტიან ბარიერზზე, 40 % -იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები