არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს: მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ

არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს: მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ

თქვენ მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიმართა.
“თქვენ მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ. ჩვენ ვხედავთ საკითხებს, რომელზეც ხალხმა თავისი პოზიცია გვითხრა. ამაზე იქნება ადეკვატური პოლიტიკური რეაქციები, როგორც მეორე ტურამდე ისე მის შემდეგ. მადლობა საზოგადოებას და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ მეორე ტურში. „ქართულ ოცნებას” აქვს შესაძლებლობა და გუნდი, რომელიც ამ გამოწვევას უპასუხებს, გუნდი, რომელიც ხვალინდელ დღეზე იქნება პასუხისმგებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მანვე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალქალაქში მომხდარი ფაქტიც შეაფასა. მისი თქმით, ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს.
„რაც შეეხება ახალქალაქში მომხდარ ფაქტს, ვემიჯნებით ძალადობას და ეს ის მეთოდი არაა, რომლითაც ჩვენ არჩევნებში რაიმე შედეგს ვიღებთ. გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია. ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს, როცა დემონსტრაციულად ჩამოხიეს პლაკატები და, სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, „ქართული ოცნება” ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მშვიდობის გარანტია. ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი”, -აღნიშნა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები