არჩილ თალაკვაძე – ხელისუფლებას მედიაში ჩარევის სურვილი არ აქვს, არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

არჩილ თალაკვაძე – ხელისუფლებას მედიაში ჩარევის სურვილი არ აქვს, არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია

„იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ცალსახად გამოჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიისა და ბიზნესის საქმიანობებში ჩარევას ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა მკაფიოდ ერთი რამ, რომ „იბერიას“ და „ომეგასთან“ დაკავშირებულ საქმეზე ცალსახაა ერთი რამ, ხელისუფლებას მედიაში ჩარევის განზრახვა, სურვილი არ აქვს, არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია, მომავალშიც ჩვენი გუნდი დარჩება მედიის დამოუკიდებლობის დამცველად. ასევე, შემიძლია გითხრათ ბიზნესზეც. როგორც ხედავთ, ამ ბიზნესში არანაირი დაინტერესება არ შეიძლება ჰქონოდა ხელისუფლებას და არანაირი ჩარევა არ ყოფილი ბიზნესის საზიანოდ, პირიქით, აქ საუბარია იმ ტელევიზიაზე და იმ ბიზნესზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მესაკუთრეებს. ერთადერთი, რაშიც კიდევ რწმუნდება საზოგადოება, არის ის, რომ რეალურიად საქმე გვაქვს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში, როდესაც სხვა კომპანიები პატიოსნად იხდიან და მეორე კომპანია გადასახადის გადახდას თავს არიდებს. რაც შეეხება ყიფიანის გამოკითხვას, ვფიქრობ, ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და ბოლომდე მოხდეს გამოძიება, ასეთ ორკვირიან ბრალდებაზე და ჩანაწერების სერიებად გამოქვეყნებაზე. ჩვენ პრინციპულად ვართ მომხრე, გამოიკითხოს ოქუაშვილი და გამოძიებამ დაადგინოს, რა გეგმა ჰქონდა ამ ადამიანს და რა გეგმასთან გვაქვს საქმე. ამ საქმეში ჩემთვის ნათელია სამი საკითხი, ხელისუფლებისგან მედიის მისაკუთრებას ადგილი არ აქვს, ადგილი არ აქვს ბიზნესში ჩარევას და ხელისუფლება ბოლომდე პრინციპულად დგას გადასახადების გადახდის პრინციპზე“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები