არჩილ თალაკვაძე, კახეთში რკინიგზის და აეროპორტის არსებობას რეგიონის განვითარებისთვის, აუცილებლად მიიჩნევს.

არჩილ თალაკვაძე, კახეთში რკინიგზის და აეროპორტის არსებობას რეგიონის განვითარებისთვის, აუცილებლად მიიჩნევს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კახეთში რკინიგზის და აეროპორტის არსებობას რეგიონის განვითარებისთვის, აუცილებლად მიიჩნევს.
აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებით გამოწვეულ კრიტიკულ რეაქციებს კი პოლიტიკოსი ასე პასუხობს:
“მინდა იმ კრიტიკოსებს გამოვეხმაურო, კახეთში რკინიგზის და აეროპორტის პროექტებზე პრემიერის განცხადებას რომ გაუგებარი რეაქციები მოაყოლეს. კახეთში თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარება არის კახეთის ხვალინდელი დღე. მგზავრების გადაყვანის და ტვირთების გადაზიდვის სწრაფი, გამტარიანი და თანამედროვე სისტემა კახეთს აუცილებლად სჭირდება სწრაფი განვითარებისთვის.
თუ ამ პროექტის წარმოდგენა გიჭირთ, ნიკო ფიროსმანის “კახეთის მატარებელს” მაინც შეხედეთ ხანდახან”, აცხადებსა რჩილ თალაკვაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები