არჩილ თალაკვაძე: იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება არის უნიკალური საჩუქარი მთელი ქვეყნისთვის

“იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება – ეს არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა წარსულში, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში – ეს არის მისი უცვლელი ხელწერა.
თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.იპოდრომის ყოფილი ტერიტორია თბილისს გადაეცა
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

„თბილისში ბევრია ისეთი მშენებლობა, რომლებსაც სერიოზული დარღვევები აქვთ, კერძოდ არ გააჩნიათ ნებართვა და მშენებლობა ისე ხორციელდება“-კახა კალაძე

ჟურნალისტი თამარ ბელქანია საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 14 იანვარს აღინიშნება თურქეთში მომხდარ ისტორიას იხსენებს.
